დონჩიჩის 49 ქულა - დალასმა სტუმრად ნიუ ორლეანსს მოუგო | VIDEO

18 თებერვალი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ნიუ ორლეანს პელიკანსმა'' ,,დალას მავერიქსს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:125 დამარცხდა.

,,დალასს'' ტრადიციულად ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 49 ქულას, 15 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ლუკამ 14-დან 7 სამქულიანი, 21-დან 10 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

,,პელიკანსის'' შემადგენლობაში 38 ქულით, 5 ასისტით, 2 მოხსნითა და 2 ჩაჭრით სიჯეი მაკკალუმი გამოირჩა. 16 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე.

,,მავერიქსი'' 35 მოგებითა და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, ,,ნიუ ორლეანსი'' კი 23 მოგებითა და 36 მარცხით ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები