მსოფლიოს 22-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის (Qatar ExxonMobil Open) მეოთხედფინალში უნგრელი მეტოქე, მარტონ ფუქსოვიჩი (36) სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალური შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე არტურ რინდერკნეხი (61) იქნება, რომელმაც დღეს დენის შაპოვალოვს მოუგო.
Qatar ExxonMobil Open-ი 21 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილია - ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტთან იმარჯვა.
ავტორი: თაზო ერისთავი