ინდიანამ ატლანტასთან წააგო - ბითაძე პეისერსის ძირითად ხუთეულში იყო | მიმოხილვა

09 თებერვალი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ატლანტა ჰოუქსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 133:112 დაამარცხა

,,ინდიანას'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 30 წუთში 14 ქულა, 3 დაფარება 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. 

,,ატლანტას'' 34 ქულით, 11 ასისტით,1 მოხსნითა და 1 დაფარებით ტრეი იანგმა ულიდერა. 20 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება იყო ჯონ კოლინსის ანგარიშზე.

,,ინდიანა'' 19 მოგებითა და 37 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,ჰოუქსი'' კი 26 გამარჯვებითა და 28 მარცხით ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები