NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ოკლაჰომა სითი თანდერმა''' ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:110 დამარცხდა. სტივ კერის გუნდმა ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო.
,,უორიორსს'' სტეფ კარიმ ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 18 ქულა, 10 ასისტი, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 21 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო კლეი ტომპსონის ანგარიშზე.
,,თანდერის'' შემადგენლობაში 26 ქულით, 4 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 პასით ლუგენც დორტი გამოირჩა.
,,გოლდენ სტეიტი'' 41 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,ოკლაჰომა'' კი 17 მოგებითა და 36 მარცხით ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.