NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ჰიუსტონ როკეტსმა'' ,,გოლდენ სტეიტ უიორიორსს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:122 დამარცხდა. შედეგად, სტივ კერის გუნდმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო.
,,უორიორსს'' სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 40 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სტეფმა 14-დან 7 სამქულიანნი ჩააგდო. 23 ქულას, 5 მოხსნას, 3 ასისტს, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი ენდრიუ უიგინსმა.
,,როკეტსის'' შემადგენლობაში 24 ქულით, 13 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კრისტიან ვუდი გამოირჩა.
,,გოლდენ სტეიტი'' 38 მოგებითა და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, ,,ჰიუსტონი'' კი 14 მოგებითა და 36 მარცხით ცხრილში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
კარი ჰიუსტონის წინააღმდეგ: