ATP-ის განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 პოზიციით დაწინაურდა

31 იანვარი 2022

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 2016 ქულაა.

ბასილაშვილი AUS OPEN-ის პირველივე წრეში ენდი მარისთან 5 სეტში დამარცხდა.

რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, მეორეა დანილ მედვედევი (ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი), მესამე კი - ალექსანდრ ზვერევი.

ხუთეულში, ასევე, სტეფანოს ციციპასი და ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული - რაფაელ ნადალი მოხვდნენ. 

13 პოზიციით დაქვეითდა და 30-ე ადგილზეა გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი, რომელმაც ბოლოს გასული წლის ივლისში უიმბლდონზე იასპარეზა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები