კარიერაში მეორედ - რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

30 იანვარი 2022

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანი, რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ესპანელმა ჩოგბურთელმა რუსი დანილ მედვედევი, 5-სეტიან მატჩში, (2:6, 6:7, 6:4. 6:4, 6:4) დაამარცხა.

საწყის სეტში მედვედევმა კარგად იასპარეზა. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქის ორჯერ დაბრეიქება შეძლო, ისე რომ საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია და 6:2 იმარჯვა. დაძაბულ მეორე სეტში ყველაფერი ტაიბრეიქმა გადაწყვიტა. მედვედევმა მეორე სეტის მოგებაც მოახერხა. მესამე სეტში ნადალმა მობილიზება მოახერხა და 6:4 მოიგო. მეოთხე სეტჩი ესპანელმა მეტოქის ორჯერ დაბრეიქება მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დათმო და 6:4 იმარჯვა. გადამწყვეტ სეტში რაფაელ ნადალმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. ესპანელმა ჯერ საკვანძო უპირატესობა გაუშვა ხელიდან, თუმცა მობილიზება შეძლო და 7:5 მოიგო.

რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგება კარიერაში მეორედ მოახერხა. ესპანელ ჩოგბურთელს ჩემპიონის ტიტულთან ერთად 2.85 მილიონი დოლარი ერგო. ფინალისტ დანილ მედვედევს კი  1.575 მილიონი დოლარი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები