ეშლი ბარტი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

29 იანვარი 2022

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს WTA-ს რეიტინგის პირველი ნომერი, ეშლი ბარტი და ამერიკელი დენიელ კოლინსი (30) დაუპირისპირდნენ,

ორ სეტში ადგილბრივთა ფავორიტმა, ეშლი ბარტიმ იმარჯვა, ავსტრალიელმა მეტოქეს პირველ სეტში 6:3 მოუგო, ის საკუთარ ჩაწოდებაზე არ შემცდარა, მეტოქის დაბრეიქება კი ერთხელ შეძლო. მეორე სეტში კოლინსი გააქტიურდა და მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ორი ჩაწოდების გაცუდების მიუხედავად, ეშლი ბარტიმ მეტოქე ორ ჩაწოდებაზე დააბრეიქა და მატჩი ტაიბრეიქამდე მიიყვანა. აქ ავსტრალიელმა დიდი უპირატესობით, 7:2  მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეშლი ბარტიმ 25 წლის ასაკში პირველად მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის მოგება. მას ჩემპიონის ტიტულთან ერთად 2.875 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო ერგო. რაც შეეხება კოლინსს, ამერიკელმა 1.575 მილიონი დოლარი მოიგო.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები