მეექვსედ კარიერაში - რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

28 იანვარი 2022

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა, იტალიელი მეტოქე - მატეო ბერეტინი (7) 4 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.  მატჩი 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

ეს ნადალისთვის ავსტრალიის ღია პირველობაზე მეექვსე ფინალი იქნება, წინა ხუთი შემთხვევიდან რაფამ მხოლოდ ერთის მოგება შეძლო (2009 წელს ფედერერის წინააღმდეგ).

გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე დღეს სტეფანოს ციციპასისა (4) და დანილ მედვედევის (2) წყვილში გაირკვევა. 

ავსტრალიის ღია პირველობა 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები