ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში ითამაშებს

28 იანვარი 2022

ქართველი შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ''გენტიდან'' ''ჰამბურგში'' გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გუნდი ოფიციალურად ადასტურებს, 

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ''ჰამბურგში'' 6-თვიანი იჯარით იასპარეზებს.

 

''ჰამბურგი'' გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს. ამ მომენტისათვის ტიმ ვალტერის გუნდს შიდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ''გენტში'' 2017 წლიდან ასპარეზობდა. მან 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა, 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები