ოფიციალურად - შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია

28 იანვარი 2022

შოთა არველაძე ''ჰალ სიტის'' ახალი მწვრთნელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გუნდი ოფიციალურად ადასტურებს, 
 

''ჰალ სიტი მოხარულია გაცნობით, რომ გუნდის ახალ მწვრთნელად შოთა არველაძე დაინიშნა. ის გუნდს ორნახევარი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს'' - ნათქვამია განცხადებაში.

არველაძემ საკუთარ ტვიტერ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, წარწერით: ''დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის, ''ვეფხვებო''.

 


შოთა არველაძე ''ჰალ სიტიში'' დანიშვნამდე ტაშკენტის ''ფახთაქორს'' წვრთნიდა. ქართველმა სპეციალისტმა ხუთი ტიტული მოიპოვა. ტაშკენტელებმა არველაძესთან ერთად უზბეკეთის სუპერლიგა 2x, უზბეკეთის თასი 2x და უზბეკეთის ლიგის თასი მოიგეს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები