ALL - STAR-ის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

28 იანვარი 2022

18-20 თებერვალს ქალაქი კლივლენდი NBA ALL-STAR-ის უიქენდს უმასპინძლებს. ცნობილია მატჩის სასტარტო მოთამაშეთა ვინაობა.

აღმოსავლეთ კონფერენციიდან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ: ტრეი იანგი (ატლანტა), დემარ დეროუზანი (ჩიკაგო), კევინ დურანტი (ბრუკლინი, გუნდის კაპიტანი) , იანის ანტეტოკუმპო (მილუოკი), და ჯოელ ემბიდი (ფილადელფია). 

დასავლეთ კონფერენციას კი ALL-STAR-ზე ეს მოთამაშეები წარმოადგენენ: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯა მორანტი (მემფისი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი, გუნდის კაპიტანი) ენდრიუ ვიგინსი, (გოლდენ სტეიტი) და ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

კაპიტნები, ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი თანაგუნდელებს არჩევანი-არადანის პრინციპით, 10 თებერვალს აირჩევენ.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები