ტუხელი: ,,გამიმართლა, რომ დემბელეს მწვრთნელი ვიყავი''

27 იანვარი 2022

ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა:

,,დემბელე ძალიან კარგი ფეხბურთელია და გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვმუშაობდი. ეს მხოლოდ ერთი წლით იყო. შემდეგ მე გუნდი უნდა დამეტოვებინა და მანაც წასვლა გადაწყვიტა.

მასთან ყოველდღიური კონტაქტი არ მაქვს. როცა პარიზში ვიყავი ერთმანეთს შევხვდით და ვისაუბრეთ,'' - ტუხელის სიტყვებს Marca ციტირებს.

დემბელეს ,,ბარსელონასთან'' კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ესპანური პრესის ცნობით, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. 24 წლის ფეხბურთელის მომავალი რამდენიმე გუნდს უკვე დაუკავშირეს, მათ შორის ლონდონის ,,ჩელსიცაა'',

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები