ერლინგ ჰოლანდმა 2021 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

27 იანვარი 2022

ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ,,ბორუსიას'' თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს, გასული წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს:

,,კარგი კითხვაა, ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი რობერტ ლევანდოვსკი იყო. ბენზემამაც დიდებული სეზონი ჩაატარა, იგივეს ვიტყოდი ლეო მესიზეც. ასე რომ, ბენზემა და მესი მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ,'' - ჰოლანდის სიტყვებს Sky Sport-ი ციტირებს.

2021 წელს ,,ოქროს ბურთი'' ლეო მესის გადაეცა. ფიფას გამოკითხვაში კი საუკეთესოდ რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ არგენტინელს 4 ქულით აჯობა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები