ბითაძის 17 ქულა - ინდიანა შინ შარლოტთან დამარცხდა | მიმოხილვა

27 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,შარლოტ ჰორნეთსს'' უმასპინძლა და 32-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:158 დამარცხდა (დღეს ჩაგდებული 158 ქულით ,,ჰორნეთსმა'' გუნდის რეკორდი დაამყარა),

,,ინდიანას'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 19 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დღევანდელ მატჩში მოგროვებული 17 ქულა ,,პეისერსის'' შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი იყო (ამდენივე ქულა ჰქონდა აიზია ჯექსონსაც).

,,შარლოტს'' 39 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით კელი უბრემ ულიდერა. სამმაგი დუბლი გაიფორმა ლამელო ბოლმა - 29 ქულა, 13 ასისტი, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

,,ინდიანა'' 17 მოგებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,ჰორნეტსი'' კი 27 გამარჯვებითა და 22 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები