Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მომავალ სეზონში 2 ახალი სპონსორი ეყოლება. წყაროს ცნობით, შეთანხმება თითქმის მიღწეულია - მოსაგვარებელი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა.
როგორც ფერან კორეასი იტყობინება, ეს სპონსორები Spotify და Polkadot არიან. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ორივე მათგანთან თანამშრომლობისთვის ემზადებიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ Spotify-ის სახელი და ლოგო მაისურის წინა მხარესაა დატანილი, Polkadot-ის გერბი კი სახელოზე იქნება გამოსახული (Spotify, Rakuten-ის ნაცვლად და Polkadot, Beko-ს ნაცვლად)
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანა" ამის მეშვეობით, წლიურად, 80 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა იქნება.
ავტორი: ციცი პაპუნაშვილი