ნიდელანდებში მიმდინარე ფუტზალის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო.
Ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
Ანგარიში მატჩის მე-7 წუთზე გაიხსნა. Ბოსნიელები კაჰვეძიჩმა დააწინაურა.
Მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მობილიზება მოახერხა. 25-ე წუთზე ანგარიში თალესმა გაათანაბრა. 28-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
Დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. Ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეორე მატჩი მოიგო და პლეიოფში გავიდა.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი