ნეიმარი: 2019 წელს პსჟ-ს დატოვება მსურდა

26 იანვარი 2022

ცოტა ხნის წინ Netflix-ზე ნეიმარის შესახებ დოკუმენტური სერიების პრემიერა შედგა ( The Perfect Chaos), სადაც ფეხბურთელმა საკუთარი კარიერის უამრავ მნიშვნელოვან მომენტზე ისაუბრა.

ერთ-ერთ მომენტში ბრაზილიელი აღიარებს, რომ მას 2019 წელს "პარი სენ-ჟერმენის" სურდა.

"პსჟ-ს დატოვება როდესაც გადავწყვიტე, ეს გულშემატკივრის ან კლუბის მიზეზით არ მომხდარა. უბრალოდ, დავინახე, რომ სხვა კლუბში თავს უკეთესად ვიგრძნობდი. 

მიუხედავად იმისა, რომ აქ თამაშის გაგრძელება აღარ მინდოდა, ვარჯიში მიწევდა, რათა ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავი. რადგანაც, თუ ცუდად ვითამაშებდი, ყველა თითს ჩემკენ გამოიშვერდა, ყველა მე დამადანაშაულებდა. 

თუ ჩვენ ვაგებთ, ამაზე პირველი პასუხისმგებელი მე ვარ. ვიცი, რამხელა ტვირთი მაწევს და რა პასუხისმგებლობები მაქვს", - ამბობს ნეიმარი.

აღნიშნულ თემაზე ნეიმარის მამაც საუბრობს:

"მას "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება და "ბარსაში" დაბრუნება უნდოდა. ვეცადეთ, რომ ფრანგებს მეგობრულად დავმშვიდობებოდით, თუმცა, ვერაფერი გამოვიდა".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები