,,ლეიკერსის'' ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა, ,,ბრუკლინ ნეთსთან'' მოგებულ შეხვედრაში 33 ქულას, 7 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.
ლოს ანჯელესური გუნდის ფორვარდი 37 წლის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, რომელმაც 25+ ქულის მოგროვება ზედიზედ მე-18 მატჩში შეძლო,
მიმდინარე სეზონში ჯეიმსი საშუალოდ 29 ქულას, 7.7 მოხსნას, 6.3 ასისტს, 1.6 ჩაჭრასა და 1.1 დაფარებას აგროვებს.
,,ლეიკერსი'' მომავალ შეხვედრას 28 იანვარს, ,,ფილადელფიასთან'' სტუმრად გამართავს.
LeBron James is now the oldest player in NBA history to record 18 consecutive games with 25+ PTS 🔥👑🔥@KingJames tonight:
— Sports Illustrated (@SInow) January 26, 2022
• 33 PTS
• 7 REBS
• 6 AST
• 3 STL
• 2 BLK
• 34 MIN
• W pic.twitter.com/sAhNNLzZU0
ავტორი: თაზო ერისთავი