ჯეიმსის 33 ქულა - ლეიკერსმა სტუმრად ბრუკლინთან იმარჯვა | მიმოხილვა

26 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ბრუკლინ ნეთსმა'' ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:106 დამარცხდა.

,,ლეიკერსს'' 33 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო მალიკ მონკის ანგარიშზე.

,,ბრუკლინის'' შემადგენლობაში სამმაგი დუბლით გამოირჩა ჯეიმს ჰარდენი - 33 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

,,ლეიკერსი'' 24 მოგებითა და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, ,,ნეთსი'' კი 29 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთში მე-3 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები