ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა, კანადელი მეტოქე - დენის შაპოვალოვი (14) 5 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:4, 4:6, 3:6, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
1/2-ფინალში ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე დღეს გაელ მონფილსისა (20) და მატეო ბერეტინის (7) წყვილში გაირკვევა.
ავსტრალიის ღია პირველობა 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.
ავტორი: თაზო ერისთავი