ბითაძემ ნიუ ორლეანსთან წაგებულ მატჩში 12 ქულა მოაგროვა | მიმოხილვა

25 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ნიუ ორლეანს პელიკანსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 117:113 დაამარცხა.

,,ინდიანას'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 22 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსის'' შემადგენლობაში საუკეთესო კარის ლევერტი იყო - უკანახაზელმა 19 ქულას, 8 ასისტსა და 6 მოხსნას მოუყარა თავი.

,,ნიუ ორლეანსს'' 25 ქულით, 6 პასით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დევონტე გრემმა ულიდერა. ორმაგი დუბლები გაიფორმეს იონას ვალანჩუნასმა და ჯოშ ჰარტმა.

,,ინდიანა'' 17 მოგებითა და 31 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,პელიკანსი'' კი 18 გამარჯვებითა და 28 მარცხით დასავლეთში მე-11 ადგილს იკავებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები