ოლიმპიური ჩემპიონი, ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

23 იანვარი 2022

ქართველი მშვილდოსანი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს:

''საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.'' - ნათქვამია განცხადებაში.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის გარდა, ქეთევან ლოსაბერიძე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და ევროპის 4-გზის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა. ქეთევან ლოსაბერიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები