ილია თოფურია UFC 270-ზე ვეღარ იბრძოლებს

21 იანვარი 2022

ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, UFC 270-ზე ვეღარ იბრძოლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.

ესპანური მედიის ცნობით, თოფურიას წონის კლების პროცესში ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

ილია თოფურას ბრძოლა კანადელ შარლ ჟორდენთან იყო ჩანიშნული, თუმცა,შექმნილი მდგომარეობის გამო ბრძოლა გაუქმებულია.

აღსანიშნავია, რომ ჟორდენამდე ქართველ სპორტსმენს ბრძოლა მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა მებრძოლმა ასპარეზობა კოვიდ-19-ის გამო ვერ შეძლო. დასტურდა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები