ინდიანამ გოლდენ სტეიტთან იმარჯვა - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა | VIDEO

21 იანვარი 2022

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და ოვერტაიმში 117:121 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 110:110 დასრულდა.

,,ინდიანას'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 31 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა მეოთხე მეოთხედში გარი პეიტონთან დაპირისპირებისთვის ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მატჩი ნაადრევად დატოვა. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსის'' შემადგენლობაში საუკეთესო კრის დუარტე იყო - უკანახაზელმა 27 ქულას,7 მოხსნას 3 ასისტსა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,გოლდენ სტეიტ უორიორსს'' 39 ქულით, 8 პასით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით სტეფ კარიმ ულიდერა.

,,ინდიანა'' 17 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,უორიორსი'' კი 32 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს.

გოგას მომენტები დღევანდელ მატჩში:

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები