მოგება სამ სეტში - ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალშია | VIDEO

19 იანვარი 2022

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა, გერმანელი მეტოქე - იანიკ ჰანფმანი (126) სამ სეტში, ანგარიშით 6:2, 6:3, 6:4 დაამარცხა და მესამე რაუნდში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

1/16-ფინალში ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე დღეს კარენ ხაჩანოვისა (30) და ბენჟამენ ბონზის (63) წყვილში გაირკვევა. 

ავსტრალიის ღია პირველობა 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები