ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარისთან დამარცხდა

18 იანვარი 2022

მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რეიტინგის 113-ე ნომერთან, ენდი მარისთან, 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 4:6, 7:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მატჩი 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი მარის აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივე შეხვედრა დათმო.

1/32-ფინალში ბრიტანელი ჩოგბურთელის მეტოქე ტარო დანიელი (120) იქნება, რომელმაც დღეს მარსელო ტომას ბარიოსს მოუგო (7:6, 6:1, 6:1).

ავსტრალიის ღია პირველობა 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, სერბმა შარშან ფინალში დანილ მედვედევთან იმარჯვა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები