NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 139:133 დაამარცხა.
მატჩში 25 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრების კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 17 ქულას, 8 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. ერთ თამაშში მოგროვებული 17 ქულა ბითაძისთვის NBA-ში გატარებულ სამ სეზონში პირადი რეკორდია. გოგამ 1-დან 1 სამქულიანი, 8-და6 6 ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსის'' შემადგენლობაში საუკეთესო კარის ლევერტი იყო - უკანახაზელმა 26 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' 32 ქულით, 5 მოხსნითა და 3 ასისტით ნიკოლას ბატუმმა ულიდერა. ფრანგმა 32-ვე ქულის მოგროვება მეორე ტაიმში შეძლო.
,,ინდიანა'' 15 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,კლიპერსი'' კი 22 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს.
გოგა ბითაძის 17 ქულა კლიპერსის წინააღმდეგ: