ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა, ამერიკელი მეტოქე - მარკოს გირონი (66) სამ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.
1/32-ფინალში ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე იანიკ ჰანფმანი (126) იქნება, რომელმაც დღეს ტანასი კოკინაკისთან იმარჯვა. შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება.
ავსტრალიის ღია პირველობა 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.
ავტორი: თაზო ერისთავი