კიეზას მუხლზე ოპერაციას გაუკეთებენ

14 იანვარი 2022

იტალიის ნაკრებისა და ტურინის ''იუვენტუსის'' შემტევს, ფედერიკო კიეზას, მუხლზე ოპერაციას გაუკეთებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Football-italia ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ოპერაციას ექიმი კრისტიან ფინკი ჩაატარებს. სწორედ ის სპეციალისტი, რომელმაც მუხლზე ოპერაციები ჯორჯო კიელინისა და ნიკოლო ძანიოლოს გაუკეთა.

ფედერიკო კიეზამ ტრავმა ''რომასთან'' მატჩის დროს მიიღო. როგორც ცნობილია, იტალიელი ვინგერი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

24 წლის იტალიელი ტურინული გრანდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მან ''ბიანკონერის მაისურით 61 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები