საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

14 ქართველი პარიზულ ტატამზე

08 თებერვალი 2020

ძიუდოს IJF TOUR  პარიზის გრანდსლემით გრძელდება. საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები 14 ძიუდოისტით იასპარეზებს, ტატამზე ვიხილავთ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილ ძიუდოისტებს. სასიხარულოა, რომ ქალთა ბადეში 5 მონაწილე გვეყოლება.

წილისყრა უკვე შედგა და გამოვლინდნენ ჩვენი სპორტსმენების პირველი მეტოქეები, ტრადიცულად ზოგს გაუმართლა, ზოგს არა.

მამაკაცები

-66 კგ

1 რაუნდი  ბექა წიფიანი - იასლენ სინგჰ საინი (ინდოეთი)

2 რაუნდი თორნიკე ნაგლიაშვილი - ჟერარ დაკე (ჰაიტი)

-73 კგ

2 რაუნდი თორნიკე გვიჭანი - მასაში ებინუმა (იაპონია)

2 რაუნდი ალეკო მამიაშვილი - აჰმედ ელ მეზიატი (მაროკო)

-81 კგ

2 რაუნდი გიორგი კაციაშვილი - მუნ ჯინ ლი (სამხრეთ კორეა)

2 რაუნდი ლადო ახალკაცი - იბრაჰიმ კეიტა (საფრანგეთი)

-90 კგ

1 რაუნდი გიორგი პაპუნაშვილი - სანშირო მურაო (იაპონია)

1 რაუნდი ავთო ჭრიკიშვილი - პოლ კიბიკაი (გაბონი)

-100 კგ

2 რაუნდი ვარლამ ლიპარტელიანი - ავტარ სინგჰი(ინდოეთი)/ ჯაე იუნ კიმი (ს.კორეა)

1 რაუნდი ონისე სანებლიძე - ჰუსან შაჰი (პაკისტანი)

+100 კგ

1 რაუნდი გელა ზაალიშვილი - შაჰინ გაჰრამანოვი (აზერბაიჯანი)

2 რაუნდი ონისე სანებლიძე - ალიშერ იუსუპოვი (პაკისტანი)

ქალები

-52 კგ

1 რაუნდი ტეტიანა ლევიცკა შუკვანი - ხერელოდოი ბიშრელტი (მონღლეთი)

1 რაუნდი მარიამ ჯანაშვილი - სოსორბარამ ლხაგვასურენი (მონღლეთი)

-57 კგ

1 რაუნდი ეთერ ლიპარტელიანი - მანდენგი (საფრანგეთი)

-70 კგ

1 წრე მარიამ ჭანტურია - გულნოზა მატნიაზოვა (უზბეკეთი)

+78 კგ

1 რაუნდი სოფიო სომხიშვილი  - სონია ასელაჰი (ალჟირი)

 

საინტერესო ფაქტები:

  1. პარიზის მასტერსზე 5 კონტინენტის, 117 ქვეყნის 688 ძიუდოისტი იასპარეზებს (411 კაცი, 277 ქალი)
  2. 2013 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს 10 - გზის ჩემპიონი ტედი რინერი პარიზის მასტერსზე იასპარეზებს. ფრანგს ზედიზედ 152 ორთაბრძოლა აქვს მოგებული
  3. შარშან საქართველოს ნაკრები  პარიზში 11 ძიუდოისტით გამოდიოდა (ყველა კაცი)
  4. 2019 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს (ლიპარტელიანი), 1 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი) და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (ლ.შავდათუაშვილი, ნოზაძე).
  5. 60 კგ კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება - ძმები ამირან და ჯაბა პაპინაშვილები ტრავმის ფონზე მოეხსნენ ტურნირს.
  6. ტურნირზე გამარჯვება 1000 ქულად ფასობს, ფინალისტობა - 700, ბრინჯაოს მედალი  - 500 ქულა, მე-5-ე ადგილი  - 360, მე-7-ე ადგილი - 260, 1/16 ფინალი - 160, 1/32 ფინალი - 120, 1 ბრძოლის მოგება - 100 ქულა, ტურნირზე მონაწილეობა  -10 ქულა.

ორივე საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი 20:00 -ზე დაიწყება და მისი ხილვაSILK UNIVERSAL-ის პირდაპირი ეთერით შეგეძლებათ.

კომენტარები