ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

14 იანვარი 2022

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა განაცხადში 26 ფეხბურთელია:

მეკარეები - ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი).

მცველები - ალექს სანდრო (იუვენტუსი), დანი ალვეში (ბარსელონა), ალექს ტელეში (მანჩესტერ იუნაიტედი), გაბრიელ მაგალიაესი (არსენალი), ედერ მილიტაო (რეალი), მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი) ემერსონი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები - კაზემირო (რეალი)  ფაბინიო (ლივერპული), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა, ბრუნო გიმარაესი (ლიონი), ჟერსონი (მარსელი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)

თავდამსხმელები - ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო (რეალი) ანტონი (აიაქსი) გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), მატეუს კუნია (ატლეტიკო), გაბრიელ ბარბოსა (ფლამენგო), რაფინია (ლიდსი).

ბრაზილიის ნაკრები 28 იანვარს ეკვადორს ესტუმრება, 2 თებერვალს კი პარაგვაის უმასპინძლებს. ,,სელესაოს'', რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე 35 ქულით წაუგებლად ლიდერობს, მუნდიალის საგზური უკვე გაფორმებული აქვს.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები