დავიდ ნერეში კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს

14 იანვარი 2022

,,აიაქსის'' ყოფილი შემტევი, დავიდ ნერეში დონეცკის ,,შახტარში'' ითამაშებს. ინფორმაციას ამსტერდამული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უკრაინელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადეს. სატრანსფერო თანხას ბონუსების სახით, შესაძლოა, 4 მილიონი ევრო დაემატოს.

ნერეში ,,აიაქსში'' 2017 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ამსტერდამელთა მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები