მესი: ,,მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი''

14 იანვარი 2022

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.

,,მოგესალმებით! როგორც იცით, კოვიდი მქონდა და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა შეტყობინებისთვის, რომელიც მივიღე და გითხრათ, რომ გამოჯანმრთელებისთვის იმაზე დიდი დრო დამჭირდა, ვიდრე მეგონა. ახლა თითქმის ბოლომდე მწყობრში ვარ და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი.

ბოლო დროს ჩემი მიზანი 100%-ით მზადყოფნა იყო. წელს ძალიან საინტერესო გამოწვევებს ველი და იმედია, მალე შევხვდებით,'' - დაწერა არგენტინელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები