მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

13 იანვარი 2022

ქართველმა მოციგავემ, საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. .

ზამთრის ოლიმპიადას ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს. ფორუმი მიმდინარე წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.

ქართველი სპორტსმენი ასპარეზობაში 5 თებერვალს ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები