ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას ენდი მარისთან შეხვედრით იწყებს

13 იანვარი 2022

მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის  პირველ რაუნდში ენდი მარის (135) დაუპირისპირდება. ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა ორშაბათს, 17 იანვარსაა ჩანიშნული.

ნიკოლოზი მარის აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. მეორე მატჩი გუშინ, სიდნეიში გაიმართა, სადაც ბრიტანელმა სამ სეტში იმარჯვა.

იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი მარის ბარიერის დაძლევას შეძლებს, მისი მომავალი მეტოქე პაბლო კუევასსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის გაირკვევა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 3.2 მილიონ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები