დანი ალვეშმა ელ კლასიკოს რეკორდი დაამყარა

13 იანვარი 2022

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ბარსელონა'' ,,რეალთან'' დამატებით დროში 2:3 დამარცხდა.

მატჩში ითამაშა კატალონიური გუნდის მცველმა, დანი ალვეშმა. ბრაზილიელი 38 წლისა და 251 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ,,ელ კლასიკოში'' უასპარეზია.

წინა რეკორდი ,,ბარსელონას'' ყოფილ მეკარეს, ხოსე მანუელ პინტოს, ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს ,,რეალის'' წინააღმდეგ 38 წლისა და 159 დღის ასაკში ითამაშა.

ნოემბერში დანი ალვეშმა ,,ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა და ჯერჯერობით მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელი კატალონიურ გუნდში 2008-2016 წლებშიც თამაშობდა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები