რონალდუ: ,,იუნაიტედში იმისთვის არ ვარ, რომ მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილი დავიკავოთ''

13 იანვარი 2022

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მისი გუნდის მენტალიტეტზე ისაუბრა:

,,არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მენტალიტეტი პრემიერლიგის ტოპ სამი გუნდის მენტალიტეტზე დაბალია... ვფიქრობ, იმისთვის, რომ რაღაც კარგი შექმნა, ხანდახან ძველი უნდა გაანადგურო. რატომაც არა?! ახალი წელი, ახალი ცხოვრება, იმედი მაქვს, იუნაიტედი მიაღწევს იმ დონეს, რომელიც გულშემატკივრებს სურთ, ისინი ამას იმსახურებენ.

ახლა რაღაცის შეცვლა შეგვიძლია. ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ჩემი მხრიდან ეთიკური არ იქნება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკეთ უნდა ვითამაშოთ, მანჩესტერმა ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.

არ მინდა, აქ იმისთვის ვიყო, რომ მე-6, მე-7 ან მე-5 ადგილი დავიკავოთ. აქ იმისთვის ვარ, რომ ვიბრძოლო და გავიმარჯვო. ჩვენს გუნდს მიზნის მისაღწევად კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი,'' - რონალდუს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

პრემიერლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 31 ქულით ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები