ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეის ტურნირზე ენდი მარისთან დამარცხდა

12 იანვარი 2022

მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, სიდნეის 250-იანი ტურნირის (Sydney Tennis Classic) მერვედფინალში რეიტინგის 135-ე ნომერთან, ენდი მარისთან, 3 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:7, 3:6 დამარცხდა

მატჩი 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზი მარის აქამდე ერთხელ, უიმბლდონზე შეხვდა, სადაც 4 სეტში წააგო.

მეოთხედფინალში ბრიტანელი ჩოგბურთელის მეტოქე დავიდ გოფენი (45) იქნება, რომელმაც დღეს დენის კუდლას მოუგო (6:2, 6:3).

Sydney Tennis Classic-ი 15 იანვარს დასრულდება. ტურნირის გამარჯვებული 87 ათას დოლარსა და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები