NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,კლივლენდ კავალიერსს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:82 დაამარცხა.
მატჩში 20 წუთამდე ითამაშა ,,უორიორსის'' უკანახაზელმა, კლეი ტომპსონმა, რომელმაც 2019 წლის ივნისის შემდეგ, პირველი შეხვედრა ჩაატარა. კლეი საკუთარ გუნდს 17 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაეხმარა. ,,გოლდენ სტეიტს'' სტეფ კარიმ ულიდერა - გამთამაშებელმა 28 ქულას, 5 მოხსნას, 5 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
,,კლივლენდის'' შემადგენლობაში 17 ქულით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით ლამარ სტივენსი გამოირჩა.
,,გოლდენ სტეიტი'' 30 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, ,,კლივლენდი'' კი 22 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთში მეექვსეა.
კლეის მომენტები კავალიერსთან მატჩში: