კარიერაში მეხუთედ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია

17 დეკემბერი 2021

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ლაშა ტალახაძემ. ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, კიდევ ერთ ტიტულთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ატაცში მან 225 კილოგრამი დაძლია, რითაც რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც. მან ბოლო მისვლაზე 267 კილოგრამის აწევა მოახერხა, რითაც მსოფილიო რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა და ჯამური 492 კილოგრამი დააფიქსირა.

ტალახაძისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეხუთე ოქროს მედალია. მან 2015, 2017, 2018, 2019 და 2021 წლებში მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.  

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები