225 კილოგრამი ატაცში - ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

17 დეკემბერი 2021

 უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს +109 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები ასპარეზობენ. 

უკვე დასრულდა შეჯიბრება ატაცში. ამ დისციპლინაში ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან პირველ მისვლაზე 210, მეორე ცდაზე 218, ხოლო მესამედ - 225 კილოგრამი დაძლია,

აღსანიშნავია, რომ ამ დისციპლინაში წინა რეკორდიც ტალახაძეს ეკუთვნოდა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 223 კილოგრამ იყო.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები