მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო თხუთმეტეული ცნობილია

15 დეკემბერი 2021

''მსოფლიო რაგბის'' წლის საუკეთესო 15-ეული ცნობილია. ნაკრებში 7 ქვეყნის - ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შოტლანდიის, სამხრეთ აფრიკის, ინგლისის, ირლანდიისა და უელსის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. შემადგენლობა ასეთია:

15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია), 14. უილ ჯორდანი (ახალი ზელანდია). 13. ლუქანიო ამი (სამხრეთ აფრიკა), 12. სამუ კერევი (ავსტრალია), 11. მაკოზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი), 8. არდი სავეა (ახალი ზელანდია), 7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), 6. სიია კოლისი (სამხრეთ აფრიკა), 5. ებენ ეთზებეთი (სამხრეთ აფრიკა),  4. მარო იტოჯე (ინგლისი), 3. ტაჯ ფარლონგი (ირლანდია), 2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთ აფრიკა) 1. ალუნ ვინ ჯონსი (უელსი)

აღსანიშნავია, რომ წლის 15-ეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სამხრეთ აფრიკას ჰყავს. გუნდში ''სპრინგბოკსის'' 5 წარმომადგენელია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები