ანტუან დუპონი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

13 დეკემბერი 2021

საფრანგეთის ნაკრებისა და ''ტულუზას'' 9 ნომერი, ანტუან დუპონი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Planetrugby.com ავრცელებს.

''მე ძალიან გახარებული ვარ. ახლა ბევრ სხვადასხვა რამეს ვგრძნობ. ძალიან გამიხარდა, რომ ისეთ გუნდსა და ნაკრებში ვთამაშობ, რომელთაც ნამდვილად საამაყო შედეგები აქვთ. ჩვენ კარგი ''ექვსი ერის თასი'' ჩავატარეთ, მეორე ადგილზე გავედით, ხოლო ნოემბერში ''All-Blacks-ის დამარცხება შევძელით'' - განაცხადა დუპონმა.

''მსოფლიო რაგბი'' წლის საუკეთესო მორაგბეს 2001 წლიდან ასახელებს. დუპონი 2021 წელს ორგანიზაციის რჩეული გახდა.  ფრანგი ცხრიანის გარდა, საუკეთესოს ჯილდოსთვის ნომინირებულნი იყვნენ: ავსტრალიელები - მაიკლ ჰუპერი და სამუ კერევი, და ინგლისელი მარო იტოჯე. 

ანტუან დუპონი მესამე ფრანგია, რომელმაც წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა. დუპონამდე წლის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგთა ახლანდელი თავკაცი, ფაბიან გალტიე (2002 წ.) და ტიერი დუსოტუა (2011 წ.) დასახელდნენ.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები