მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონია (VIDEO)

12 დეკემბერი 2021

''რედ ბულის'' მრბოლელი, მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს ახალი ჩემპიონია. აბუ-დაბის გრან-პრიზე გამართულ გადამწყვეტ რბოლაში, ნიდერლანდელმა მრბოლელმა მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონს, ბრიტანელ ლუის ჰემილტონს აჯობა.

ყველაფერი რბილის ბოლი, 58-ე წრეში გადაწყდა, როცა ფერსტაპენმა მეტოქისთვის გასწრება და გადამწყვეტი უპირატესობის შენარჩუნება შეძლო. 

24 წლის ფერსტაპენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ''რედ ბულის''  გუნდისთვის ეს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონობაა. ფერსტაპენამდე ზედიზედ 4 ტიტულის მოპოვება 2010-2013 წლებში სებასტიან ფეტელმა მოახერხა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები