ცოტა ხნის წინ პედრი გონსალესი France Football-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ის ტიტულის აღმართვის შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"19 წლის ახლახან გავხდი, ამიტომ, დაბადების დღის აღსანიშნავად საუკეთესო მომენტი აქ ყოფნაა.
ლეო მესიც აქ იმყოფება, მინდა, რომ მას, ჩემს ოჯახს, კლუბს და "ლას პალმასში" მომუშავე პერსონალს დიდი მადლობა გადავუხადო.
მოედანზე საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი? ამის შესახებ ბევრს არ ვფიქრობ, რადგან თამაში მიყვარს და ბედნიერი ვარ. ახლა ისღა დამრჩენია, მალე გამოვჯანმრთელდე და დრო მეტყვის, როდის შევძლებ დაბრუნებას,
მსგავსი ჯილდოების მოგება სიამაყით მავსებს და მოტივაციას მმატებს, რომ უფრო მეტი მოვიგო.
მესი დიდად დამეხმარა - მოედანზეც და მის მიღმაც. ყველაფერს ვაფასებ, რაც მისგან ვისწავლე."
👶 Best young footballer in the world!
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 29, 2021
👏 Congratulations, PEDR1!
🏆 @PEDRI #Ballondor #KopaTrophy pic.twitter.com/P53rSm3Fvi