ალეშია პუტელიასი ქალთა ოქროს ბურთის მფლობელია

29 ნოემბერი 2021

ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის ქალების "ოქროს ბურთის" მფლობელი "ბარსელონას" კაპიტანი, ალეშია პუტელიასი გახდა.

ამ ნომინაციაში ყველაზე მეტი - 5 წარმომადგენელი "ბარსასა" და "ჩელსის" ჰყავდა: ირენე პარედესი, ლიკე მარტენსი, ჯენიფერ ერმოსო და სანდრა პანიოსი. ხოლო, ინგლისელთა რიგებიდან: მაგდალენა ერიკსონი, სამ ქერი, ჰარდერი, ფრან კირბი და ჯესი ფლემინგი.

ქალთა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2019 წლიდან გაიცემა, შესაბამისად, ალეშიამდე ეს ტიტული მეგან რაპინოუმ და ადა ჰეგერბერგმა მოიგეს.

პუტელიასი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება - მთლიანობაში, მას მონაწილეობა 355 მატჩში აქვს მიღებული, მის ანგარიშზე კი, 151 გოლია.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020/21 წლების სეზონში მოგებულ ტრიპლეტში ალეშიამ უდიდესი როლი ითამაშა.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი IFFHS-მა ცოტა ხნის წინ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა. ის ასევე UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები