ოფიციალურად: პედრი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

29 ნოემბერი 2021

კატალონიის "ბარსელონას" 19 წლის ვარსკვლავი, პედრი გონსალესი რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ზემოხსენებულ ტიტულს იტალიური გამოცემა, France Football წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (21 წლამდელს) გადასცემს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პედრიმ მსოფლიოს საუკეთესო 29 ფეხბურთელთა შორის რიგით 24-ე ადგილი დაიკავა და ისეთ ფეხბურთელებს გადაასწრო, როგორებიც ლუკა მოდრიჩი, ფილ ფოდენი რუბენ დიასი, ნიკოლო ბარელა და ხერარდ მორენო არიან.

როგორც ვხედავთ, "ოქროს ბურთის" 2018 წლის დაჯილდოების მთავარ პრიზიორს პედრიმ 19 წლის ასაკში გადაასწრო, ეს კი მისთვის, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები