ოფიციალურად: ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია

29 ნოემბერი 2021

აწ უკვე ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომლისთვისაც ეს ჯილდო კარიერაში რიგით მეშვიდეა.

ფრანგული გამოცემის, France Football-ის მიერ დაწესებული ტიტულისათვის ბრძოლაში მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რობერტ ლევანდოვსკი და ქარიმ ბენზემა გავიდნენ.

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა. ისტორიის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელი სწორედ წლევანდელ გამარჯვებულს აქვს დაფიქსირებული.

არგენტინელი ვარსკვლავის შედეგთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუ (5), მიშელ პლატინი (3), იოჰან კრუიფი (3), მარკო ვან ბასტენი (3). დანარჩენ გამარჯვებულებს ან ორჯერ აქვთ ტიტული მოგებული, ან, ცხადია, ერთხელ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოება გაუქმდა. ამისი მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები