ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების თარიღი გამოაცხადა

29 ნოემბერი 2021

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2022 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ტურნირში მონაწილე შვიდივე გუნდი ცნობილია, მათ შორის ლონდონის ,,ჩელსი” (უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,პალმეირასი'' (კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული) ,,ალ ჰილალი” (აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,ალ აჰლი” (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,მონტერეი” (კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), ,,ოკლენდ სიტი” და ,,ალ ჯაზირა” (მასპინძელი) არიან.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა დღეს გაიმართება, ,,ჩელსი” და ,,პალმეირასი” ტურნირში ნახევარფინალური სტადიიდან ჩაერთვებიან.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები